Monday, January 28, 2013

გამოყენებული ლიტერატურა

1.  wikipedia.com
2.  11 ტომეული საბჭოთა ენციკლოპედია
3.   ჩემი ტვინი  :) :P

კვლევა

....რატომ მაინცდამაინც  თავის ტვინი? ეს არის საკითხი,რომლის ელემენტარულ დონეზე ცოდნაც, ჩემი აზრით აუცილებელია ყველასთვის..ჩვენ ვფიქრობთ,ვოცნებობთ,განვიცდით, ვხედავთ სიზმრებს და უნდა ვიცოდეთ ისიც,რომ თითოეულ მათგანს თავის ტვინი აკონტროლებს.თავის ტვინი ეს არის__ ცნობიერება,ქცევა.ემპირიული შეგრძნებები არ არსებობს კონტროლის გარეშე,ის წარმოიქმნება ტვინში და შესაბამისად თითოეული ჩვენი მოქმედება,ნაბიჯის გადადგმა იქნება ეს თუ თვალის დახამხამება ექვემდებარება თავის ტვინს

Wednesday, December 26, 2012

ტვინის სიმსივნეები


თავის ტვინის სიმსივნეების წილად ყველა სახეობის ახალწარმონაქმნთა 5-8% და ცნს-ის სიმსივნეთა 4-5% მოდის. ისინი ნებისმიერ ასაკში ჩნდება, ახალშობილობიდან ღრმა მოხუცებულობამდე, უპირატესად კი 20-დან 50 წლამდე, ქალებსა და მამაკაცებში - ერთნაირი სიხშირით. სიმსივნის მრავალი კლასიფიკაცია არსებობს. ყველაზე გავრცელებულია ჰისტოგენეზის მიხედვით შემუშავებული დაყოფა, რომელიც სიმსივნური უჯრედების ცნს-ის ელემენტებთან გენეტიკურ დამოკიდებულებას ეფუძნება. ამ კლასიფიკაციით, განასხვავებენ თავის ტვინის ნეიროექტოდერმულ, ღრუბლისებრ-სისხლძარღვოვან და ჰიპოფიზურ სიმსივნეებს. ცალკე ჯგუფს შეადგენს თავის ტვინის მეტასტაზური სიმსივნეები.
    

                                             

თავის ტვინის ნერვები

თავის ტვინიდან გამოდის 12 წყვილი ნერვი: I - ყნოსვისა; II - მხედველობისა; III - თვალის მამოძრავებელი; IV - ჭაღისებრი; V - სამწვერა; VI - განმზიდველი; VII - სახისა; VIII - კარიბჭე-ლოკოკინასი; IX - ენა-ხახისა; X - ცდომილი; XI - დამატებითი; XII - ენისქვეშა
                                              

თავზურგტვინის სითხე

თავზურგტვინის სითხე ანუ ლიქვორი (120-150 მლ) ტვინის თავისებური შინაგანი გარემოა, რომელიც უზრუნველყოფს მარილოვანი შედგენილობისა და ოსმოსური წნევის მუდმივობას და ტვინს უქმნის ერთგვარ ჰიდრავლიკურ ბალიშს, რითაც საიმედოდ იცავს ნერვულ უჯრედებს მექანიკური დაზიანებისგან. ლიქვორი ტვინის მკვებავია და გამომტანი ფუნქციაც აქვს - მისი საშუალებით ტვინიდან გამოდის და სისხლში გადადის ის ნივთიერებები, რომლებიც ტვინში ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოიქმნება.

თავის ტვინის გარსები


   თავის ტვინს სამი გარსი ფარავს: მაგარი, ქსელისებრი და რბილი. რბილი გარსი უშუალოდ ეკვრის ტვინის გარეთა ზედაპირს და მის ღარებში ჩადის. მომდევნო ქსელისებრი გარსია, რომელიც არ ჩადის ღარებში და მხოლოდ ტვინის გამოდრეკილ ზედაპირზე ეკვრის რბილ გარსს. ამის გამო რბილ და ქსელისებრ გარსებს შორის რჩება ცარიელი ადგილი - სუბარაქნოიდული სივრცე, რომელიც თავზურგტვინის სითხით არის ამოვსებული. ქსელისებრ და მაგარ გარსებს შორის არსებულ სივრცეს სუბდურულს უწოდებენ, ხოლო მაგარ გარსსა და ქალას შიგნითა ზედაპირს შორის არსებულს - ეპიდურულს.

ნათხემი


ნათხემი სხვადასხვა ფუნქციის მარეგულირებელი მნიშვნელოვანი ცენტრია. ის მონაწილეობს მოძრაობით აქტში, კოორდინაციაში, გარემოში ორიენტაციისა და წონასწორობის შენარჩუნების უნარიც მისი დამსახურებაა.